Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№10/29 - 01

15.06.2022 

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კომისიის  შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტის საფუძველზე, ასოცირებული პროფესორის ნატალია ხარაძის #9071/29 წერილის გათვალისწინებით,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) პროფესორი ლევან საბაური – ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

დ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, კომისიის წევრი;

ე) ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე, კომისიის წევრი;

ვ) ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე, კომისიის წევრი;

ზ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;

2. დაევალოს კომისიას ერთი თვის ვადაში განიხილოს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით“ განსაზღვრული საკონკურსო კრიტერიუმები და ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობის გამოვლენის შემთხვევაში, წერილობით წარმოადგინოს რეკომენდაციები.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი,         გიორგი ღაღანიძე